2017 წელს დაახლოებით 40,000 ბავშვი შიმშილისგან უკვე დაიღუპა

ომისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის, სხვადასხვა სახის დაავადებისა და შიმშილის გამო, იემენელი ბავშვების გარდაცვალების რიცხვი წლის ბოლოსთვის 50 000-მდე გაიზრდება.
ჰუმანიტარული ჯგუფების წარმომადგენლების შეფასებით, არაბულ სამყაროში, შიმშილისგან ყოველდღიურად 130-მდე ბავშვი იღუპება. 2017 წელს დაახლოებით 40,000 ბავშვი შიმშილისგან უკვე დაიღუპა.
„სიკვდილიანობა, ისეთივე უაზროა, როგორც მისი პრევენცია, ყოველდღიურად 100-ზე მეტი დედა, საკუთრი შვილის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს“- განაცხადა “Save The Children”-ის დირექტორმა თამერ კიროლოსმა. სამხრეთ იემენში საუდის არაბეთის მიერ დაკავებული პორტები ხელახლა გაიხსნა, მაგრამ სანას აეროპორტი და ჰუდიადის სტრატეგიული პორტი კვლავ დახურულია. ამის შესახებ კი კიროლოსმა აღნიშნა, რომ “თუ ჰუდიადის პორტზე ბლოკადა არ მოიხსნება, უფრო მეტი ბავშვი დაიღუპება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები