ავსტრალიამ ერთსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა

ავსტრალიის მოქალაქეებმა, ერთსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირეს. ქვეყანაში საფოსტო კენჭისყრის გზით, საყოველთაო გამოკითხვა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც 61,6 % ერთსქესიანთა ქორწინებას მხარს უჭერს. გამოკითხვა, ქორწინების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის მიზნით ჩატარდა.
ავსტრალიის ეროვნული სტატისტიკის ბიუროს განცხადებით, გამოკითხვაში 12 მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პრემიერ-მინისტრმა მალკოლმ ტერნბულმა განაცხადა, რომ კანონი შობისთვის ამოქმედდება, თუმცა, კონსერვატორი პოლიტიკოსები შეეცდებიან, რელიგიური ძალების ჩარევით, პროცესი შეაფერხონ. მან საყოველთო გამოკითხვაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ავსტრალიელებმა ხმა მისცეს „თანასწორობას, ერთგულებასა და სიყვარულს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები