მიხეილ ჯანელიძე თურქმენეთს ეწვია

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე თურქმენეთის რესპუბლიკას ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ავღანეთთან დაკავშირებით  მეშვიდე რეგიონალურ ეკონომიკურ კონფერენციაში, რომელშიც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის სტუმარი მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია  ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის სატრანზიტო – სატრანსპორტო შეთანხმების გაფორმება, რომელიც „ლაპის ლაზურის” სახელით არის ცნობილი.

„ლაპის ლაზულის” მარშრუტის  პროექტი ხელმომწერ ქვეყნებს შორის სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერობების ხელშეწყობას ითვალისწინებს, რაც შეთანხმების მონაწილე ქვეყნებში  ტვირთისა და მგზავრების დაუბრკოლებელი გადაადგილებას, სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული აუცილებელი ადმინისტრაციული საკითხებისა და პროცედურების ჰარმონიზაციას და გამარტივებას გულისხმობს.

„ლაპის ლაზულის” შეთანხმებით, საქართველო ევროპა-აზიის დამაკავშირებელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის მონაწილე ხდება.  აშხაბადში ვიზიტის ფარგლებში მიხელ ჯანელიძე შეხვედრას თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვთან  გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები