ირაკლი კობახიძემ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში – „შავი ზღვის ქვეყნების თანამშრომლობა და უსაფრთხოება” მიიღო მონაწილეობა

რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც შავი ზღვის ქვეყნების თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა.
უსაფრთხოებასთან ერთად, დისკუსიის მონაწილეებმა, შავი ზღვის ქვეყნებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და რეგიონში საქართველოს როლზე იმსჯელეს.
“ვფიქრობ, რომ დღევანდელმა შეხვედრამ მოიცვა არა მხოლოდ საქართველოსთვის და რუმინეთისთვის, არამედ, რეგიონისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: შავი ზღვის უსაფრთხოება, მდგრადი ეკონომიკური განვითარება და ენერგეტიკა. ვფიქრობ, რომ საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს უფრო სტაბილური და ეფექტიანი შავი ზღვის რეგიონისთვის. მიმაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამ საქმეში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშეა”, – განაცხადა დისკუსიის დასრულების შემდეგ რუმინეთის დიპლომატიური ინსტიტუტის გენერალურმა დირექტორმა, დან პეტრემ. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები