კალაძე ნარმანიას მუშაობას აფასებს-ძალიან რთული იყო მუშაობა უგულავას მერობის მერე

0

ძალიან რთული იყო მუშაობა უგულავას მერობის მერე,-ამის შესახებ თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მისი წინამორბედის საქმიანობის შეფასებისას  განაცხადა.

კალაძის თქმით, დავით ნარმანიას ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდა, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე მან ყველაფრის დალაგება მოახერხა და ბევრი კარგი პროექტი განახორციელა.

თბილისის მერის განცხადებით, დღეს ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ განვითარებული ქალაქი აშენდეს.

„ყოველთვის ვსაუბრობ იმ გაკეთებულ საქმეებზეც, რომელიც დავით ნარმანიას მერობის პირობებში გაკეთდა. მას არ უნდა დავუკარგოთ ის ამაგი და შრომა, რომელიც მან სამი წლის განმავლობაში განახორციელა. პირდაპირ ვთქვათ, რომ 3 წელი ძალიან ცოტაა. თან  ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მას ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდა.  ძალიან რთული იყო მუშაობა  უგულავას მერობის მერე. კონკრეტული საქმეები შემიძლია დავასახელო როგორი საბოტაჟი იყო, თუმცა დათომ მოახერხა დალაგება და დღეს ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ განვითარებული ქალაქი ავაშენოთ.

რაც აწუხებს თბილისს ამაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ. ხომ გვინდა განვითარება, ხომ გვინდა იყოს უფრო კეთილმოწყობილიჩვენი ქალაქი?! მე გააზრებული მაქვს ისიც, რომ ჩემი მერობის პერიოდში ერთი ხელის მოსმით ყველა პრობლემა მოვაგარო და იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ 4 წლის თავზე თბილისში პრობლემა საერთოდ არ იქნება. თუმცა გამაჩნია იმის ამბიცია ჩემს გუნდთან ერთად რა პროექტებსაც განვახორციელებთ იქნება თვალშისაცემი,-აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი