თემურ თორდინავამ თანამდებობა დატოვა

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია „კვირას“ თავად თორდინავამ დაუდასტურა.
როგორც თორდინავა აცხადებს, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პოსტი მან საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
„გუშინ განცხადებით მივმართე თბილისის მერს ბატონ კახა კალაძეს, განცხადებაში ვსაუბრობ იმ განხორციელებულ ცვლილებებზე, რეფორმებზე, ღონისძიებებზე, რომელიც სამი წლის განმვალობაში განხორციელდა და პირადი სურვილის საფუძველზე დავტოვე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის თანამდებობა“, -განაცხადა „კვირასთან“ საუბარში თემურ თორდინავამ.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ უხელმძღვანელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, თემურ თორდინავა აცხადებს, რომ ამაზე ინფორმაციას არ ფლობს.
ამასთან, თორდინავა ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს თუ სად გააგრძელებს მუშაობას.
„ეს გარკვეული პერიოდის შემდეგ იქნება ყველასთვის ცნობილი“, -აღნიშნა თორდინავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები