სოჭის მერი: სოჭში ჰომოსექსუალები არ ცხოვრობენ
სოჭში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები არ არიან, – განცხადება ამის შესახებ ქალაქის მერმა „ბი-ბი-სი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ანატოლი პახომოვის თქმით, 2014 წლის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქში ჰომოსექსუალები არ ცხოვრობენ.
“ეს მიუღებელია კავკასიაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ”, – აღნიშნა ქალაქის მერმა.
“თუმცა სოჭში სიხარულით შეხვდებიან სექსუალური უმცირესობების იმ წარმომადგენლებს, ვინც ოლიმპიადაზე ჩამოვლენ, რუსულ კანონმდებლობას პატივს სცემენ და საკუთარ ჩვევებს სხვებს არ მოახვევენ თავს”, – განაცხადა პახომოვმა. ინტერვიუს უკვე გამოეხმაურა ბორის ნემცოვი.
მერის განცხადებას მან სასაცილო უწოდა და აღნიშნა, რომ სოჭში უკვე წლებია გეი – კლუბები მუშაობს.