მეტეხის ხიდზე ხვალ საზეიმო პარაკლისი შესრულდება

ხვალ, 100 000 მოწამის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 100 000 მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის. როგორც ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, საზეიმო პარაკლისი 17:00 საათზე შესრულდება.

„დღეს ჩვენ ვლოცავთ ახალჯვარდაწერილებს: ელგუჯა და მარინა ტალახაძეებს, ილია და ნანა გელაშვილებს, გელა აბაიაძესა და ლეილა მჭედლიშვილს, ნოდარ და ნათელა თურმანიძეებს, პაატა ამირანაშვილსა და ლია ბლიაძეს. ასევე, ილოცება დღეს ტკვაცაშვილების გვარი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. შეგახსენებთ, რომ ორშაბათს არის ასი ათასი მოწამის ხსენება. საღამოს 5 საათზე შესრულდება პარაკლისი ხიდზე, მეტეხის ტაძართან.დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა“, – აღნიშნა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები