საპარლამენტო დელეგაცია უკრაინის ვიცე-პრემიერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია, უკრაინის ვიცე-პრემიერს ევროატლანტიკური და ევროინტეგრაციის საკითხებში, ივანა კლიმპუშ-ცინცაძეს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტს წარმოადგენდნენ დეპუტატები კახაბერ კუჭავა, ირინა ფრუიძე, გელა სამხარაული, დავით მათიკაშვილი და გოგი მეშველიანი. ასევე, საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე და საელჩოს უფროსი მრჩეველი ჯემალ გოგიტიძე.

ივანა კლიმპუშ-ცინცაძე ქართულ დელეგაციას მიესალმა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ინტენსიფიკაცია მოხდა, რისი დასტურიცაა უკრაინის პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის მაღალი ვიზიტებია საქართველოში.

„უკრაინის მხარე დიდ იმედებს ამყარებს პრემიერ-მინისტრ ვოლოდიმერ გროისმანის საქართველოში ვიზიტზე, რომელიც ა.წ. 26-28 ნოემბერსაა დაგეგმილი. ჩვენ მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს პოლიტიკურ, კულტურულ და ტურიზმის სფეროებში, მაგრამ ამავე დროს,  მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ეკონომიკურ თანამშრომლობას და უზრუნველვყოთ უფრო დიდი საქონელბრუნვა ჩვენს სახელმწიფოებს შორის”, – აღნიშნა კლიმპუშ-ცინცაძემ.

განვიხილეთ ევროინტეგრაციის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, აგრეთვე, შევთანხმდით უფრო მჭიდრო კოორდინაციაზე საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა გაძლიერდეს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, მეზობლების მიმართ მისი აგრესიული პოლიტიკის გამო.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გამავალი ფრონტის ხაზი, ამავე დროს, საქართველოს ფრონტის ხაზიცაა. ქართველები, რომლებიც უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაიღუპნენ, საქართველოს მომავლისთვისაც დაიღუპნენ.

ივანა კლიმპუშ-ცინაცაძემ მოიწონა საქართველო-უკრაინის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ინიციატივა ორივე ქვეყანაში დაღუპულ მებრძოლთა იდენტური მემორიალების დადგმის შესახებ.

„ეს ერთნაირი ძეგლები მიეძღვნება ქართველებს, რომლებიც უკრაინისთვის დაიღუპნენ და უკრაინელებს, რომლებმაც საქართველოსთვის გასწირეს თავი”, – დასძინა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

საქართველოს ელჩმა უკრაინაში, გელა დუმბაძემ უკრაინის მხარეს გასულ ზაფხულს ტყის ხანძრების ჩაქრობაში უკრაინის მიერ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. კლიმპუშ-ცინცაძემ, თავის მხრივ, კმაყოფილება გამოთქვა ქართული მხარის მიერ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ბავშვებისთვის საქართველოში დასასვენებლად მიღების გამო, აგრეთვე, კონფლიქტის ზონაში დაჭრილი უკრაინელი სამხედროების საქართველოში მკურნალობა-რეაბილიტაციის პროგრამისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები