”ევროპული საქართველო” განცხადებას ავრცელებს

”ევროპული საქართველო” მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტია ოზურგეთში არჩევნების მეორე ტურში სახელისუფლებო კანდიდატს უჭერს მხარს, აბსურდულად მიიჩნევს და სიცრუეს უწოდებს- ამის შესახებ ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.

”დღეს რამდენიმე ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ”ევროპული საქართველო” ოზურგეთში, არჩევნების მეორე ტურში სახელისუფლებო კანდიდატს უჭერს მხარს. ასევე, გავრცელდა ცნობა, თითქოს ჩვენი პარტიის ოზურგეთის რაიონულმა ხელმძღვანელმა, მიხეილ გოგოტიშვილმა ეს ინფორმაცია დაადასტურა. ეს სიცრუეა. დღეს, სამწუხაროდ, ოზურგეთში მეორე ტურში გასული ორივე კანდიდატი ერთმანეთთან დაპირისპირებული სახელისუფლებო ჯგუფების წარმომადგენლები არიან. ჩვენ არ ვაპირებთ ხელი შევუწყოთ რომელიმე დაჯგუფებას. ჩვენ არ ჩავრეულვართ და არ ვაპირებთ ჩავერიოთ მეორე ტურისთვის მზადებაში, რადგან ორივე კანდიდატი მხოლოდ გააძლიერებს ”ქართულ ოცნებას” ოზურგეთში, ხოლო თავად ქალაქს სასიკეთოს არაფერს გაუკეთებენ”, – ნათქვამია ”ევროპული საქართველოს” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები