მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტსა (MIT) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის ფარგლებში 2018 წლის იანვარში  Global Teaching Lab-ის  სამკვირიანი პროექტი დაიწყება. პროგრამის ფარგლებში საქართველოს MIT-ის სტუდენტები ესტუმრებიან და ქართველ ტრენერებს სამი სხვადასხვა მიმართულებით ჩაუტარებენ ტრენინგს:

  1. არდუინოს პროგრამირება (Arduino programming);
  2. ლითელბითსის კონსტრუქტორი (LittleBits Electronics);
  3. ლეგოს კონსტრუქტორი (Lego Education Mindstorms EV3)

სემინარების ციკლი მომავალში მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება, გადამზადებული ტრენერები მასტერკლასებს უკვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები