თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, ერთ-ერთი სპიკერი არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრი იქნება

შეიხი ნაჰაიანი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობას მეორედ მიიღებს.  ის 2017 წლის ოქტომბრიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების ახლადარჩეულ მინისტრთა კაბინეტში, ტოლერანტობის მინისტრის პოზიციას იკავებს. მას საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია აქვს განხორციელებული და მნიშვნელოვან აქტივებს ფლობს, მათ შორის, სასტუმრო „ბილტმორსა“ და „ტერაბანკს.“

ნაჰაიანი ფედერალურ მთავრობას 1992 წელს შეუერთდა და იკავებდა უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მინისტრის, განათლების მინისტრისა და კულტურისა და განათლების განვითარების მინისტრის თანამდებობებს.

1983-2013 წლებში შეიხი ნაჰაიანი  არაბთა გაერთიანებული საამიროების უნივერსიტეტის კანცლერი იყო,  1988 – 2013 წლებში ტექნოლოგიების უმაღლესი კოლეჯების კანცლერი, ხოლო 1998 – 2013 წლებში ზაიადის უნივერსიტეტის პრეზიდენტი.

შეიხმა განათლება  დიდ ბრიტანეთში მიიღო, დაამთავრა მილფილდის სკოლა და ოქსფორდის უნივერისტეტის მაგდალენის კოლეჯი.

შეიხი ნაჰაიანი აქტიურად ხელმძღვანელობს და მხარს უჭერს მრავალ ჯგუფს, კლუბსა და ასოციაციას. ის თავმჯდომარეობს და პატრონაჟს უწევს 100-ზე მეტ ყოველწლიურ კონფერენციასა და სიმპოზიუმს, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში აქტუალურ საკითხებს ეძღვნება.

 

http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/welcoming-panel/189-his-excellency-sheikh-nahayan-mabarak-al-nahayan

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები