„ბლუმბერგ მედიამ“ ტვიტერზე თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის შესახებ დაწერა

“ჩვენი სავაჭრო პარტნიორი – საქართველოს მთავრობა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს ჩაატარებს”,- ასე ეხმაურება ამერიკული „ბლუმბერგ მედია” 28-29 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ აბრეშუმის გზის ფორუმს საკუთარი ტვიტერის გვერდზე.

თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მეორე ფორუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის, უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრები, სლოვენიის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და ა.შ.

ფორუმი საქართველოს მთავრობის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ორგანიზებით ტარდება.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები