2014-2017 წლების ანგარიშის წარდგენისას ნარმანიამ მოქალაქეთა მომსახურების სფეროში დანერგილ სიახლეებზე ისაუბრა

საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ 2014-2017 წლების შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას, დავით ნარმანიამ თბილისის მერიაში მოქალაქეთა მომსახურების ეფექტურობის გაზრდის მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის განახლებამ მომსახურების პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა. მისი თქმით, ცენტრი შშმ პირებისათვის სრულად ადაპტირებულია და  ყველა სერვისის ერთ სივრცეში მიღების საშუალებას იძლევა.

ამასთან, მოქალაქეთა მომსახურების განახლებული ცენტრი გახანგრძლივებული გრაფიკით (სამუშაო დღეებში 09:00-დან 20:00 საათამდე, ხოლო შაბათს 10:00 – დან 14:00 საათამდე) მუშაობს.

თბილისის მერმა 2017 წლიდან მერიაში დანერგილი დოკუმენტბრუნვის ახალი, ელექტრონული პროგრამაც შეაფასა და აღნიშნა, რომ  ახალი  პროგრამის პირობებში მოქალაქეების მომსახურების ტრანზაქციის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

დედაქალაქის მთავრობამ შეიმუშავა ახალი საინფორმაციო ცენტრის კონცეფციაც, რომელიც  დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს ერთ ნომერზე დარეკვით მიიღონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია მუნიციპალიტეტში შემავალი სამსახურებიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები