თბილისის მერმა ყურადღება დასუფთავების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2014-2017 წლების საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას დედაქალაქში დასუფთავების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

განცხადებით, ქალაქში ამჟამად 20 687 ნაგავშემკრები კონტეინერია განთავსებული. აქედან 12 870 კი შპს „თბილსერვის ჯგუფმა“, სწორედ, 2014-2017 წლებში შეიძინა.  მისივე თქმით,  საანგარიშო პერიოდში  შპს „თბილსერვის ჯგუფს“  48 ერთეული მძიმე და 30 დამხმარე ტექნიკა შეემატა.

როგორც ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა თბილისის მერის დავალებით, ცენტრალურ რაიონებში, გადატვირთულ ქუჩებზე ე.წ. „პიკის საათებში”, დილის 8:30 საათიდან – 10:30 საათამდე და საღამოს 17:30-დან – 20:30 საათამდე შეიზღუდა ნაგავმზიდი მანქანების გადაადგილება. ასევე მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა  უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ქალაქში ქვეითი ინსპექტორები ოპერირებენ, რომელთა ფუნქციაც ქალაქის დაბინძურების აღკვეთაა. ასევე, ბოლო ათეული წლების განმავლობაში პირველად, გაიწმინდა მდინარე მტკვრის და მდინარე დიღმულას კალაპოტები სხვადასხვა სახის ნარჩენისგან. ქალაქში პირველად მოეწყო ინერტული (სამშენებლო) ნარჩენების 2 ნაგავსაყრელი, რაც მანამდე არასდროს ყოფილა. დავით ნარმანიას განცხადებით,  იწყება ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაც.

გარდა ამისა, „თბილსერვის ჯგუფმა“ 2016 წლის აგვისტოში  საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი პოლიგონის  სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოები  ეტაპობრივად, პროექტით გათვალისწინებული პირობების მიხედვით შესრულდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი პრობლემები, რომელიც ნორიოს დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებდა აღმოიფხვრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები