საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი ინდოეთში გაემგზავრა

  საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი კვირას ინდოეთში გაემგზავრა. ვალერიმ ფრანსუა ოლანდთან განშორების შემდეგ საფრანგეთის დატოვება გადაწყვიტა. ფრანსუა ოლანდი და ვალერი ტრიელვეილერი ერთმანეთს პარასკევს დაშორდნენ. საფრანგეთის პირველმა პირმა ვალერი ტრიელვეილერთან განშორების შესახებ ოფიციალურად გააკეთა განცხადება. ფრანსუა ოლანდი დაქორწინებული არ ყოფილა, თუმცა ტრიელვეილერი მის მეგობარ ქალად ოფიციალურად ითვლებოდა და საფრანგეთის პირველ ლედის უწოდებდნენ. ის თან ახლდა ოლანდს სახელმწიფო ვიზიტებისა და ოფიციალური შეხვედრებისას. წყვილი ერთად 2007 წლის შემდეგ ცხოვრობს. ურთიერთობა წყვილს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთ-ერთმა გამოცემამ საფრანგეთის პრეზიდენტისა და ფრანგი მსახიობი ქალის რომანის შესახებ გაავრცელა ცნობა და მათი ფოტოები გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები