დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო ინვესტორებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები გააცნო

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საინვესტიციო ჯგუფის BGEO-ს მიერ ორგანიზებულ ინვესტორთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და საქართველოს ეკონომიკური ტენდენციებისა და სამთავრობო რეფორმების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა.

BGEO ჯგუფი  ინვესტორთა დღეს ყოველწლიურად მართავს და მასში, ტრადიციულად, აღნიშნული საინვესტიციო ჯგუფის ინვესტორი კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ, რომლებიც საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ინვესტორი კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობისა და მთავრობის მიმდინარე რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, ეკონომიკური ტენდენციების უფრო ხელსაყრელმა განვითარებამ, მთავრობას საშუალება მისცა 2017 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4 პროცენტიდან 4.7 პროცენტამდე გაეზარდა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა აგრეთვე ვრცლად მიმოიხილა ფისკალური და სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებისკენაა მიმართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები