ფინანსთა მინისტრის მოადგილე: მომავალში ლარი არ უნდა გაუფასურდეს

„მომავალში ლარი არ უნდა გაუფასურდეს“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, ლარის კურსის გაუფასურების არანაირი ფუნდამენტური საფუძველი არ არსებობს.
“ლარის კურსის გაუფასურება არ არის გამოწვეული ფუნდამენტური ფაქტორებით. ვალუტის შემოდინება დამოკიდებულია ექსპორტზე, ფულად გზავნილებზე, ტურიზმზე, რაც გვაქვს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული წინა წელთან შედარებით. არც საგარეო ფაქტორები და არც ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები არ იწვევს ლარის კურსზე გავლენას. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არის გათანაბრებული და შესაბამისად, არანაირი გავლენა არ აქვს ლარის კურსზე. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის მოლოდინების გამო, რაც მოკლევადიან პერიოდში ხშირად იწვევს კურსის მცირე მერყეობებს“, – განაცხადა კაკაურიძემ.
მისივე თქმით, “მომავალში ლარის კურსის გაუფასურების არანაირი ფუნდამენტური საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, ლარი არ უნდა გაუფასურდეს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები