ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები კონფერენცია Websummit 2017-ს ესწრებიან

Web Summit Lison Portugal 2016 @ TrenDestination

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციის მიმართულების წარმომადგენლები, პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში გამართულ მასშტაბურ კონფერენციას Websummit 2017 ესწრებიან.

ღონისძიებას, რომელიც 6-დან 9 ნოემბრის ჩათვლით იმართება, 160-ზე მეტი ქვეყნიდან 60 000-მდე მონაწილე ესწრება, რაც მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირების დამყარებას შეუწყობს ხელს.

გამოფენის პირველ დღეს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს Websummit-ის  ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში Ecosystem Summit, რომლის პანელურ დისკუსიებზე ბიზნესგარემოსა და ეკოსისტემასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მსჯელობა გაიმართა.

ღონისძიების  ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ მნიშვნელოვანი შეხვედრები IT  და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორში მოღვაწე კომპანიებთან.  კერძოდ კი ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლები თითოეულ დაინტერესებულ პირს აცნობენ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს და იმ მექანიზმებს, რასაც სახელმწიფო სთავაზობს კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და განვითარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები