საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების ხელშეწყობის მიზნით პოლიტიკური დისკუსია გაიმართა

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ  გიორგი ჩიქოვანმა, ენერგეტიკული  გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა იანეშ კოპაჩმა და ევროკავშირის ელჩმა  საქართველოში იანოშ ჰერმანმა  საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების ხელშეწყობის მიზნით გამართულ პოლიტიკურ დისკუსიაში  მიიღეს მონაწილეობა.

EU4Energy Governance Project  (ევროკავშირი ენერგეტიკისთვის მმართველობა)-ის ფარგლებში ორგანიზებული ორდღიანი ღონისძიება საქართველოს ენერგოსექტორში სამართლებრივი ცვლილებების განხორციელების ხელშეწყობას ეძღვნება.

საქართველოს ენერგოსექტორში ახალი ენერგეტიკული კანონმდებლობის  საკვანძო თემებს განიხილავენ. მათ შორის, ასოცირებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების ფარგლებში საქართველოს ენერგეტიკულ კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხები.

ღონისძიების ფარგლებში ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ექსპერტები ცოდნასა და გამოცდილებას საქართველოს ენერგოსექტორის სტრუქტურის წარმომადგენლებს გაუზიარებენ და  ელექტროენერგეტიკული სამართლებრივი გარემოს ნაწილში მათი შესაძლებლობების გაძლიერებას დაეხმარებიან.

დისკუსიაში ასევე, მონაწილეობენ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რევაზ არველაძე, ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელები, საერთაშორისო ექსპერტები. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები