დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საბჭოს ბანკის მმართველის მოადგილეს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის საბჭოს ბანკის (CEB) მმართველის მოადგილეს როზა მარია სანჩეს – ებრა ალონსოს (Rosa María Sánchez-Yebra Alonso) შეხვდა.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა, რომლებიც მიმდინარე წელს ზრდადი დინამიკით ხასიათდება. მან ყურადღება მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე გაამახვილა, რომლის მიხედვითაც  მნიშვნელოვანი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმები ხორციელდება.

ევროპის საბჭოს ბანკის მმართველის მოადგილე განსაკუთრებით დაინტერესდა აღნიშნული რეფორმების მიმდინარეობით. მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სივრცით რეფორმაზე, აგრეთვე, საჯარო სექტორში ენერგოეფექტურობის განვითარებაზე, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერასა და სხვა.

ევროპის საბჭოს ბანკის მმართველის მოადგილემ დადებითად შეაფასა საქართველოს ეკონომიკური ვითარება. ევროპის საბჭოს ბანკის დაფინანსებით საქართველოში 25 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, გარდა ამისა, განიხილება აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტის მონაწილეობა საქართველოს ჩრდილოეთით, სვანეთის მიმართულებით გზისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის პროცესში, რომელთაც მნიშვნელოვანი ტურისტული პოტენციალი გააჩნიათ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ სამომავალო თანამშრომლობას საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები