ეროვნულმა ბანკმა ანალიტიკური ანგარიშები გამოაქვეყნა

საქართველოს ეროვნული ბანკი ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ ცხრილებსა და დიაგრამებს “საფინანსო სექტორის მიმოხილვისა” და “მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის” სახით აქვეყნებს.

როგორც „კვირას“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა.

ნოემბრის თვის ანგარიშების ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე “კვლევებისა და გამოცემების” რუბრიკაში, მისამართზე –nbg.gov.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები