პარლამენტარის თქმით, ბიზნესისათვის ხელშეწყობა სოციალური კეთილდღეობის პირდაპირპროპორციულია

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ბიზნესის კეთების კუთხით ხელსაყრელი მდგომარეობაა.
სოფო კილაძის განმარტებით, ბიზნესისათვის ხელშეწყობა სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური კეთილდღეობის პირდაპირპროპორციულია.

გარდა ამისა, პარლამენტარის თქმით, საქართველომ საპოლიციო კუთხითაც მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

“ჩვენი ქვეყნის წარმატება არის ის, რომ საქართველომ საპოლიციო კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, როგორც ამას მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გვეუბნება. ყურადსაღებია წინსვლა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბიზნესის დაცვა რეკეტისა და ძალადობისაგან, კიბერუსაფრთხოება და სხვა მაჩვენებლები. ეს მკაფიოდ მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში ბიზნესის უფლებები დაცულია და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები გამართულად მუშაობენ ამ კუთხით. როდესაც ბიზნეს-წრეების უფლებები დაცულია და ხელსაყრელი მდგომარეობაა ბიზნესის კეთების კუთხით, ეს პირდაპირპროპორციულია სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური კეთილდღეობის. საქართველოს სტაბილური, უსაფრთხო განვითარება ჩვენი ერის ეკონომიკური განვითარებისა და თითეული მოქალაქის კეთილდღეობის გარანტიაა” , – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები