მეფე სალმანი – უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც საზოგადოების ფული მიითვისა

საუდის არაბეთის ცენტრალურმა ბანკმა და სავალუტო საბჭომ, კორუფციაში დაადანაშაულეს 60-მდე პრინცი და მათ საბანკო ანგარიშები გაუყინეს.

არაბეთის ხელისფულებას, კორუფციის ბრალდებით დაკავებულებისგან 800 მილიარდი დოლარის ამოღება სურს.

„უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც საზოგადოების ფული მიითვისა“, – განაცხადა მეფე სალმანმა, რომელმაც პრინცების დაკავებამდე, ანტიკორუფციული კომიტეტი შექმნა. დაკავებულებს შორის, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, პრინცი ალ ვალიდ ბინ ტალალია, რომლის ქონება 18 მილიარდ დოლარს შეადგენს, ასევე ყოფილი ფინანსთა მინისტრი იბრაჰიმ ალ ასაფი.

პრინც ალ ვალიდ ბინ ტალალს ბრალი ელდება ფულის გათეთრებაში, გამოძალვასა და კორუფციაში, რაც შეეხება ყოფილ ფინანსთა მინისტრს, მას ედავებიან იმ თანხების გაფლანგვას, რომელიც მეჩეთ „მექა“-სთვის იყო გამოყოფილი.
პრინცმა სალმანმა განაცხადა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელს შეუწობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები