ყირიმში ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ყირიმში რუსეთის ფედერალური ანტიმონოპოლიური სამსახურის ყირიმის ხაზის უფროსი ტიმოფეი კურაევი გარდაცვლილი იპოვეს.
ცხედარი მის ბინაში აღმოაჩინეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კურაევი ჩამომხრჩვალი იპოვეს და ერთ-ერთი ვერსიით სამართალდამცველები სუიციდს განიხილავენ.
გარდაცვლილის შესახებ ცნობილია, რომ ის მოსკოვში, 1973 წელს დაიბადა და რუსეთის ძალოვან უწყებებში 1996 წლიდან მუშაობდა. კურაევი რუსეთის ფედერალური ანტიმონოპოლიური სამსახურის ყირიმის და სევასტოპოლის ხაზის უფროსად 2014 წელს დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები