დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას აფრთხილებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეას ესტუმრა. შეხვედრაზე ტრამპმა ოფიციალური ფხენიანი გააფრთხილა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს მოუწოდა ბირთვულ სარაკეტო პროგრამაზე უარი განაცხადოს.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ამერიკა მზადაა სრულ მზადყოფნაში მოიყვანოს საბრძოლო შეიარაღება, აშშ-სა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოების დასაცავად.

“დღეს, მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის არ ვსაუბრობ, ამას ყველა ცივილიზებული ქვეყნის გასაგონად ვამბობ, მივმართავ ჩრდილოეთ კორეას: ჩვენს შესაძლებლობებს საკმარისად არ აფასებთ, ნუ ცდით ჩვენ მოთმინებას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა კორეის ეროვნულ ასამბლეაზე.

ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, სამხრეთ კორეა ამერიკისგან სამხედრო აღჭურვილობას შეიძენს.
თავის მხრივ, კორეის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ტრამპის ვიზიტი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამხრეთ კორეასთან დაძაბული ურთიერთობის მოსაგვარებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები