სავალუტო ფონდი საპენსიო რეფორმას დადებითად აფასებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებულ საპენსიო რეფორმას დადებით შეფასებას აძლევს, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეშომ განაცხადა.

ამასთან, მან განმარტა, თუ რა არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაღალი შეფასების არგუმენტი – მისი აზრით, საქართველოს მაკროეკონომიკური კუთხით მაღალი საინვესტიციო მაჩვენებელი აქვს და შედარებით დაბალი დაგროვების მაჩვენებელი, საპენსიო რეფორმის განხორციელების შემთხვევაში კი საშინაო დანაზოგების ზრდით, საქართველო ნაკლებად იქნება დამოკიდებული უცხოურ დანაზოგებზე. ფრანსუა პეშო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი იქნება ხალხის წახალისება, დანაზოგი გააკეთოს მიმდინარე ანგარიშების დეფიციტისთვის.

ფრანსუა პეშომ ასევე განმარტა, თუ რატომ არ არის გადასახადი დაგროვებითი საპენსიო სისტემის ფარგლებში დამსაქმებელ-დასაქმებულის მიერ საპენსიო ანგარიშზე გაკეთებული შენატანები, თუნდაც 40 წლამდე მოქალაქეებისთვის ეს სავალდებულო იყოს, როგოც ამას რეფორმის ზოგიერთი ოპონენტი მიიჩნევს. „ეს გადასახადი არის არის. პენსიით და დაგროვებითი საპენსიო სისტემით თითოეული ადამიანი ისარგებლებს. ამ თანხებს საპენსიო სააგენტო და ინდივიდები განკარგავენ. ეს მათი ფულია და არა – გადასახადი“, – აღნიშნა ფრანსუა პეშომ გამოცემა „ნეტგაზეთი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები