ტერორიზმში ეჭვმიტანილი 9 ადამიანი ფრანგმა სამართალდამცველებმა დააკავეს

გამოძიების თანახმად, დაკავებულები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მასშტაბური თავხასხმების მოწყობას გეგმავდნენ. გარდა ამისა, მათ ისლამისტებთან მჭიდრო კავშირები აქვთ.
ტერორიზმში ეჭვმიტანილების ნაწილის დაკავება პარიზის შემოგარენში მოხდა, ზოგიერთი მათგანი კი იტალიისა და შვეიცარიის მოსაზღვრე რეგიონებში დააკავეს.

ანტიტერორისტულ ოპერაციაში შვეიცარიის პოლიცია მას შემდეგ ჩაერთო, რაც ერთ-ერთი დაკავებული შვეიცარიის მოქალაქე აღმოჩნდა. შვეიცარიის პოლიციამ მეათე ეჭვმიტანილიც დააკავა, რომელიც წარმოშობით კოლუმბიელი 23 წლის ქალია და გამოძიების თანახმად, მას ისლამისტებთან მიმოწერა ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები