ხმელთაშუა ზღვაში 26 თინეიჯერი გოგონას გვამი იპოვეს

იტალიის ხელისუფლება იმ 26 მოზარდი გოგონას სიკვდილის მიზეზს იძიებს, რომელთა სხეულები ხმელთაშუა ზღვაში აღმოაჩინეს.

გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ მოზარდები შესაძლოა სექსუალურ ძალადობას ემსხვერპლნენ. გარდაცვლილთა ასაკი 14 წლიდან 18 წლამდე მერყეობს.
ისინი ნიგერიიდან იტალიისკენ მიდიოდნენ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, იტალიის პოლიცია არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ შესაძლოა გოგონები ტრეფიკინგის მსხვერპლნი იყვნენ.

„ტრეფიკინგის ფაქტები ევროპაში, კვლავ შემაშფოთებელია. მსხვერპლთა უმრავლესობა ნიგერიიდანაა.

იტალიის პოლიცია მომხდარ ფაქტს იძიებს და აღნიშნავს, რომ გამოძიება შესაძლოა ტრეფიკინგის ბრალდებით დაიწყოს, თუმცა პოლიციის პრეფექტი მალფი აცხადებს „ქალბატონების ნავით გადაყვანა სარისკოა, კონტრაბანდისტები ამას არ აკეთებენ, რადგან მათ შესაძლოა ყველაფერი დაკარგონ“.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია რომ 2839 მიგრანტის სიცოცხლე სწორედ იმ მარშრუტს შეეწირა, რომელიც 26 თინეიჯერმა გაიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები