უკრაინულმა პოლიციამ ის ავტომატი იპოვა, რომლითაც ამინა ოკუევა მოკლეს

უკრაინელმა სამართალდამცველებმა, ის ავტომატი იპოვეს, რომლიდანაც ამინა ოკუევა იყო მოკლული, ხოლო მისი მეუღლე ადამ ოსმაევი დაჭრილი.

ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ნაპოვნია ის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც ავტომობილი იყო დაცხრილული. ამ ავტომატზე კი იმ ადამიანის „დე ენ ემ“-ია, რომელიც ისროდა. აღმოჩენილ ბიოლოგიურ კვალს ახლა კრიმინალისტები იკვლევენ, რომლებიც მის იდენტიფიცირებას მოახდენენ.

შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბრის საღამოს, უცნობებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილით მოძრავ ოკუევას და ადამოვს, რის შედეგადაც ამინა ოკუევა დაიღუპა.
უკრაინული პროკურატურის განცხადებით, მას ხუთი ტყვია მოხვდა, სასიკვდილო კი თავში მოხვედრილი ტყვია აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები