ნიკოლოზ გაგუამ საპენსიო რეფორმის განხილვაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტის ძირითადი მიმართულებები საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს გააცნეს.

კანონპროექტის შესაბამისად, საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის განაწილდება. შემოთავაზებული კერძო საპენსიო სისტემა გავრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით 2%+2%+2%. სისტემის სამი მონაწილე მხარე – მთავრობა, დამსაქმებელი და დასაქმებული ყოველთვიურად ახორციელებს 2%-იან შენატანს დასაქმებულის პერსონალურ საპენსიო ანგარიშზე, რაც საბოლოო ჯამში უტოლდება 6%. რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს, ისინი განახორციელებენ შენატანს თავისი შემოსავლის 4%-ის ოდენობით, სახელმწიფო კი მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.

ბიზნესასოციაციის წევრებმა, რომლებიც საქართველოს უმსხვილეს დამსაქმებელ კომპანიებს წარმოადგენენ, დიდი ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია მთავრობის ხედვის შესახებ საპენსიო სქემის ჩამოყალიბასთან დაკავშირებით.

სხდომაზე ბიზნესასოციაციის წევრებმა მოწვეულ სტუმრებს ის მოსაზრებები გააცნეს, რაც საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით აქვთ. გადაწყდა, რომ საქართველოს ბიზნესასოციაცია მთავრობას აღნიშნულ საკითხზე შეჯერებულ კომენტარებს წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები