სამხრეთ მექსიკაში პიროტექნიკის საწყობი აფეთქდა – არის მსხვერპლი

სამხრეთ მექსიკაში მდებარე ქალაქ სან კრისტობალ დე ლასკაში, პიროტექნიკის საწარმოს აფეთქება მოხდა. ინციდენტს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საწყობი, რომელიც აფეთქდა,  საცხოვრებელ სახლში (ფეიერვერკის საწარმოსთან ახლოს) მდებარეობს. მეხანძრეებმა აფეთქების შედეგად გამოწვეული ცეცხლის კერები, უკვე ჩააქრეს.
პიროტექნიკის აფეთქების ფაქტი, მექსიკაში გასული წლის დეკემბერშიც მოხდა, ფეიერვერკის ყველაზე დიდი საწარმოს აფეთქებას 42 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები