დონალდ ტრამპი 5 მილიარდ დოლარს ითხოვს

თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დონალდ ტრამპის წერილი გამოქვეყნდა, სადაც ტრამპი აღნიშნავს, რომ 2018 წელს, სამხედრო ნაწილისთვის საჭირო იქნება დამატებით 4 მილიარდი დოლარი, რათა გაძლიერდეს თავდაცვა, ჩრდილოეთ კორეისგან მოსალოდნელი საფრთხის გამო.
გარდა ამისა, ტრამპმა აღნიშნა, რომ საჭიროა დამატებით 1,2 მილიარდი დოლარი, მისი ადმინისტრაციის სტრატეგიის მხარდასაჭერად სამხრეთ აზიაში.
გარდა ამისა, დამატებითი ხარჯები, ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდისთვის გამოიყენება.
დონალდ ტრამპმა ასევე მოითხოვა 700 მილიონი დოლარი, აშშ-ს სამხედრო გემების შესაკეთებლად, რომლებიც 2017 წელს სამოქალაქო გემებს შეეჯახნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები