ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 50%-ით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 61 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 59%-ით აღემატება.   საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 134,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 52%-ით მეტია.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი – 41% (6 086 733), რუსეთი – 87% (38 355 125), უკრაინა – 48%(6 237 652), პოლონეთი – 18% (2 151 342), ლატვია – 31% (1 279 718), ბელარუსი – 42% (1 318 852), აშშ – 68% (394 464), გერმანია – 57% (367 342), ისრაელი – 149% (180 824), საფრანგეთი – 187% (98 194),  აზერბაიჯანი 76% (102 342) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი – 38355125, უკრაინა – 6237652,  ჩინეთი – 6086733, ყაზახეთი – 2671845 და პოლონეთი 2151342 ბოთლი. 

ამასთან, მსოფლიოს 22  ქვეყანაში ექსპორტირებულია 13630421 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 91%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია  29,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  83%-ს აღწევს.

საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 219 183 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 198% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები  664,6 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 154%-ს მიაღწია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 222,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს – ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 50% შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები