თავდასხმისას ჟურნალისტები და ოპერატორები დაიღუპნენ – რას აცხადებს გადარჩენილი რეპორტიორი

„Pashto-language Chanel”-ის რეპორტიორმა „BBC”-ისთნ საუბრისას განაცხადა, რომ ტელევიზიაზე თავდასხმისას რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაიღუპა.
“რამოდენიმე ჩემი კოლეგა დაშავდა და გარდაიცვალა, მე კი გაქცევა მოვახერხე“, – აღნიშნა მან.
ქაბულის ტელევიზიაში შეჭრილი ერთ-ერთი ტერორისტი ავღანეთის ძალების მიერ ლიკვიდირებულია. ტერორისტების თავდასხმას მოჰყვა მსხვერპლიც, გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის ჟურნალისტებიც არიან.
ავღანეთი ჟურნალისტებისთვის და მედიაში მომუშავე პერსონალისთვის, ერთ-ერთი სახიფთო ქვეყანაა. ქაბულში გასული თვეების განმავლობაში მიზანმიმართულად ეწყობოდა ტერორისტული აქტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები