საგარეჯოს რაიონში, დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარი გაჩნდა

საგარეჯოს რაიონში, დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარი გაჩნდა.

როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ადგილზე უკვე მუშაობს რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის, ჩაილურის ტყის ქვედა საფარზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ამჟამად მეხანძრე-მაშველები უკვე სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები