დავით ებრალიძემ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ საკუთარი კანდიდატურა წარადგინა

დავით ებრალიძემ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. როგორც ებრალიძემ განაცხადა, იგი პირობას დებს, ასოციაციის თავმჯდომარედ მისი არჩევის შემთხვევაში, რამდენიმე საკითხს მოაგვარებს. კერძოდ, მისი თქმით, აუცილებელია, ადვოკატთა პროფესია სრულყოფილი იყოს და მართლმსაჯულების სისტემაში პრობლემები მოგვარდეს.

დავით ებრალიძის აზრით, საჭიროა კანონით დაცული იყოს და სერტიფიცირებადი იყოს ყველა შესაბამისი პროფესიული იურიდიული მომსახურების უფლება. ასევე, ებრალიძის განცხადებით, ადვოკატთა ასოციაციას უნდა შეეცვალოს სახელი და დაერქვას პროფესიონალ იურისტთა ასოციაცია.

დავით ებრალიძე 2005 წლიდან ადვოკატთა ასოციაციის წევრია. ის 2015-2016 წლებში თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე მუშაობდა. 2012-2013 წლებში კი ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ებრალიძეს მუშაობის გამოცდილება აქვს მსოფლიო ბანკის ექსპერტის თანამდებობაზეც და ასევე, 2003-2005 წლებში ენერგოომბუდსმენიც იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები