ნუცუბიძის ფერდობზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები სრულდება
ვაკის რაიონში, ნუცუბიძის ფერდობის რამდენიმე მისამართზე, ინფრასტრუქტურული პროექტები დასასრულს უახლოვდება.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვაკის რაიონის გამგებელმა, ნოდარ ტურძელაძემ და თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა ვაკის N 03 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ბირბიჩაძემ დღეს სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
ნუცუბიძის IV მ/რ-ის 55-ე კორპუსის მიმდებარედ, ფიტნესზონა ეწყობა – ადგილზე 10 სავარჯიშო მოწყობილობა დამონტაჟდა. ამავე ტერიტორიაზე შიდა ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს – განახლდა საბავშვო მოედანი, შეკეთდა მოსასვენებელი სკამები, განთავსდა ურნები, მოპირკეთდა ბილიკები.
კიდევ ერთი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს IV მ/რ-ში, თბილბინრემშენის ტერიტორიაზე.
როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გარდა ამისა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ნუცუბიძის IV მ/რ-ის 21 კორპუსის ტერიტორიაზე შიდა წყალ-კანალიზაციის რეაბილიტაცია სრულდება, რის შემდეგაც აღნიშნულ მისამართზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.