პატრიარქი: ღმერთმა დალოცოს ჩვენი ბავშვები, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!

შაბათის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში პარაკლისი გადაიხადა.

კათოლიკოს-პატრიარქმა დღესვე ბავშვები დალოცა.

”ღმერთმა დალოცოს ჩვენი ბავშვები. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო”, – განაცხადა ილია მეორემ.

ასევე, სამების ტაძარში ”წმინდა დიმიტრის შაბათთან” დაკავშირებით, მიცვალებულთა ხსენების დღეს დიდი პანაშვიდი შესრულდა.

”ღმერთმა აცხოვნოს და ნათელში ამყოფოს ჩვენი წინაპრები სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი”, – განაცხადა უწმინდესმა ტაძარში მსახურების დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები