მჯდომარე ფრენბურთის ნაკრების წევრი სამხედროები ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული საქართველოს ეროვნული ნაკრები მჯდომარე ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ხორვატიაში გაემგზავრა.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მჯდომარე ფრენბურთში ეროვნული ნაკრების წევრი სამხედროები თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა პაატა პატიაშვილმა, ასევე გულშემატკივრებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილეს და წარმატებები უსურვეს.
მჯდომარე ფრენბურთის ნაკრების წევრი სამხედროები ქალაქ პორეჩში 4-12 ნოემბრის ჩათვლით დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. საერთაშორისო ჩემპიონატში ევროპის 13 ქვეყნის გუნდები და პარასპორტსმენები მონაწილეობენ. საქართველოს გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ბოსნიასთან, სერბეთთან და უნგრეთთან იასპარეზებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები