პროკურორები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ

საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, მამუკა ვასაძემ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი დარიკო ვადაჭკორია, გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლევან ჟორჟოლაძე და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი რამიშვილი დააჯილდოვა.

როგორც „კვირას“ პროკურატურიდან აცნობეს, პროკურორ ბელა ბერიკელაშვილის სახელობის ჯილდო – Bela Award, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პროკურორებს ყოველწლიურად გადაეცემათ.

მათივე ცნობით, არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვა, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება, სპეციალიზებული პროკურორების შესაძლებლობების გაძლიერება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში ჩართულ პროფესიონალებთან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

პროკურორთა შერჩევა მათ მიერ სწორედ ზემოაღნიშნული პრინციპების განუხრელად დაცვის, გაწეული სამუშაოს მოცულობისა და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის შეფასების საფუძველზე განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები