ირაკლი შიხიაშვილი: საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ ბრძოლა ყოველგვარ უკეთურობასთან და დავიწყოთ შეცდომების აღიარება (ვიდეო)

„საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ ბრძოლა ყოველგვარ უკეთურობასთან, უნდა დავიწყოთ ერთმანეთის მეტად მოსმენა, პატივისცემით მოპყრობა, გულწრფელი მიტევება, შეცდომების აღიარება“, – აცხადებს „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.

„მინდა ესეც იცოდეს თითოეულმა ჩვენგანმა. სწორედ ამ საშინელების, სოდომ-გომორული ცხოვრების პროპაგანდის წინააღმდეგ აღიმართა ამერიკელი ხალხის უმრავლესობა და მისი საღი ნაწილი, როდესაც მხარი დაუჭირა “რესპუბლიკურ პარტიას” და მის კანდიდატს, დონალდ ტრამპს. იმიტომ, რომ “რესპუბლიკელების” უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს ქალის და მამაკაცისგან შექმნილი მტკიცე ოჯახი, ტრადიციების პატივისცემა, ძლიერი, ზნეობაზე დაფუძნებული სახელმწიფო! სწორედ ამ პირუტყვული ვნებების მონად ქცევას დაუპირისპირდა თავის პირველივე სიტყვით გამოსვლაში პრეზიდენტად ახლადარჩეული დონალდ ტრამპი. მან თქვა-: “ამერიკა ღმერთს ეკუთვნის და მას სატანა ვერ დაისაკუთრებსო”.

სწორედ ამიტომაც, გააფთრებული ებრძვის დღევანდელ ამერიკის პრეზიდენტს ჰოლივუდიც. ამ ფილმში კაცობრიობის რეალური საფრთხეა აღწერილი. ოღონდ აშკარად ეტყობა, განსაკუთრებით ბოლოში, რუსული პროპაგანდის კვალი. თითქოს, რომ არა რუსეთი, ამერიკა მთელ სამყაროს სოდომური ცოდვით დაღუპავს. დიახ, ცივილურობის ლოიალურობით, კარგად ისარგებლეს “სოდომისტებმა” ამერიკასა და ევროპაში, მაგრამ ობამა, ჰილარი, “დემოკრატების” პარტია, ფსევდოლიბერალები, ე.წ სექსუალურ უმცირესობათა დამცველები, თუ მათი დამფინანსებლები, არ არიან მთელი ამერიკა. ამერიკული საზოგადოება თვითონ ებრძვის ამ სნეულებას, განსხვავებით რუსეთისგან, რომელსაც საერთოდ არ ესმის, რომ ავადმყოფი სახელმწიფოა!

სწორედ, ყველაზე მეტად რუსეთის სახელმწიფო მანქანა ებრძვის საქართველოს სახელმწიფოებრიობასაც და საქართველოს მართლმადიდებლობასაც! ჩვენ კი (ამას ჩემს თავსაც ვეუბნები) საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ ბრძოლა ყოველგვარ უკეთურობასთან, უნდა დავიწყოთ ერთმანეთის მეტად მოსმენა, პატივისცემით მოპყრობა, გულწრფელი მიტევება, შეცდომების აღიარება, რათა შევძლოთ, როგორც ჯანმრთელმა, ძლიერმა ერმა, საზოგადოებამ, დავიცვათ ჩვენი კულტურულ-ტრადიციული ღირებულებები, ჩვენი მრწამსი, დავეხმაროთ სუსტებს და გზას აცდენილებს, უკომპრომისონი ვიყოთ ჩვენი შვილებისთვის ჯანსაღი, ზნეობრივი ყოფის შექმნაში, შევიძინოთ მეტი მეგობარი და ვაშენოთ ერთად ძლიერი, წარმატებული სახელმწიფო.

P.S ლანძღვა და გინება ამ უკეთურობასთან ბრძოლას ვერ შველის. მას მაღალი კულტურა, ზნეობა, სწორი განათლება და მტკიცე ოჯახის ინსტიტუტი ამარცხებს! ჩვენ ვერავინ ვერაფერს წაგვართმევს, თუ ჩვენ არ დავთმობთ!“ – წერს ირაკლი შიხიაშვილი.

https://www.facebook.com/allgeblog/videos/258069561347796/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები