პესტიციდების და აგროქიმიკატების სავაჭრო ობიექტები ფაროსანასთან ბრძოლას უზრუნველყოფენ

სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა აგროქიმიკატების და პესტიციდების იმპორტიორებსა და რეალიზატორებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს.

როგორც „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ, მავნებელთან ბრძოლის სამომავლო სტრატეგიაზე საუბრისას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევის ფონზე, ბიზნესსექტორის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია ბაზარზე შესაბამისი პრეპარატების და დამცავი საშუალებების სათანადო მიწოდების უზრუნველსაყოფად.

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში ჩართულობის მზაობა გამოთქვეს. შეხვედრას საქართველოს ბაზარზე მოქმედი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების იმპორტიორი და რეალიზატორი 20-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. დღეისათვის საქართველოში სულ პესტიციდების და აგროქიმიკატების რეგისტრირებული 335 სარეალიზაციო და 174 საბითუმო სავაჭრო ობიექტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები