დიმიტრი ქუმსიშვილი: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპოზიტებს ლარის კურსზე გავლენა არ მოუხდენია

ბანკებში ფინანსთა სამინისტროს მიერ განთავსებულ ფულს რომ გავლენა ჰქონდეს კურსზე, რა თქმა უნდა, ამ ინსტრუმენტს ჩვენ არ გამოვიყენებდით, მაგრამ ეს ასე არ არის, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომერციულ ბანკებში სახელმწიფო ხაზინის მიერ განთავსებული დეპოზიტების საკითხის თაობაზე.

ქუმსიშვილის განმარტებით, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა ყველა განვითარებულ ქვეყანაში, სადაც ხაზინა განვითარებულია.
მან დეპუტატებს წარუდგინა გრაფიკული მაჩვენებლები, სადაც დეტალურად იყო გაწერილი ხაზინის მიერ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების და რეფინანსირების სესხების დინამიკა.
„დღეს ჩვენ ეკონომიკაში ჩვეულებრივი ზიარჭურჭლის პრინციპი გვაქვს, როდესაც, ერთი მხრიდან, აწვდი და მეორე მხრიდან კი – აბალანსებ. რამდენი დეპოზიტიც ჩვენ განვათავსეთ კომერციულ ბანკებში, ზუსტად იმდენით შეამცირეს კომერციულმა ბანკებმა რეფინანსირების სესხების აღება ეროვნული ბანკიდან. აბსოლუტურად სარკისებურად არის ასახული ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან და ამას ლარის კურსზე არა აქვს გავლენა,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე საქართველომ საერთაშორისო ექსპერტებთან კონსულტაციები გაიარა, რომელთა დასტურითაც მოხდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები