„სივრცითი რეფორმა საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის ხერხემალის განვითარებას ითვალისწინებს“

“სივრცითი რეფორმა საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის ხერხემალის განვითარებას ითვალისწინებს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო მაგისტრალის განვითარება; სამხრეთ-ჩრდილოეთის კორიდორი, რომელიც დააკავშირებს აზერბაიჯანსა და სომხეთს ლარსის საბაჟოსთან; აგრეთვე ქუთაისიდან დამაკავშირებელი გზა სამხრეთით აბასთუმნის მიმართულებით და ჩრდილოეთით – მესტიის მიმართულებით.  აღნიშნული ითვალისწინებს დაახლოებით 10-12 მლრდ ლარის ინვესტიციის განხორციელებას”, – ამის შესახებ  პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით,  მთავრობის მიერ წარმოდგენილი ფისკალური ჩარჩო სრულად ითვალისწინებს აღნიშნული დანახარჯების განხორციელებას, გარდა ამისა, ყველა აღნიშნულ მონაკვეთზე მობილიზებულია დონორული დაფინანსება.

2018 წლის ბიუჯეტით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 832.5 მლნ ლარი, რაც 574.5 მლნ ლარით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს. კერძოდ, საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტებზე მიიმართება 1,277.0 მლნ ლარი, საიდანაც  ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობისთვის 800 მლნ ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული, რაც წინა წელთან შედარებით 373,1 მლნ ლარით მეტია.

აღნიშნული საბიუჯეტო მიმართულება აგრეთვე მოიცავს ტურისტული გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, მთის კურორტების განვითარების პროექტების განვითარებას, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენას და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები