ეროვნული ბანკი: 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ინფლაციის რისკებს არ ქმნის

„2018 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის მიხედვით, წინა ვერსიასთან შედარებით შემოსავლები 95 მლნ ლარით იზრდება, ხოლო ხარჯები – 25 მილიონი ლარით“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენმა არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.
მან ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე ეროვნული ბანკის დასკვნა წარადგინა.
„წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, წინა ვერსიასთან შედარებით შემოსავლები 95 მლნ ლარით იზრდება, ხოლო ხარჯები – 25 მილიონი ლარით. რაც იმას ნიშნავს, რომ წინა პროექტთან შედარებით, ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება 56 მილიონი ლარით და შეადგენს მილარდ 258 მილიონ ლარს. მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება და 3%-ს შეადგენს. ეს არის სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროგრამით გათვალისწინებული მეთოდოლოგიის მიხედვით. თუ სტატისტიკური მეთოდოლოგიით შევხედავთ, ეს არის 1,5 პროცენტი. ჩვენი შეფასებით, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი არ შეიცავს ინფლაციის რისკებს და შესაბამისად, ეროვნულ ბანკს წარმოდგენილი პროექტის მიმართ შენიშვნები არ აქვს“, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები