მარიამ ჯაში 128-ე საბავშვო ბაღში გამართულ შემოდგომის ფესტივალს დაესწრო

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, სამგორის რაიონში, 128-ე საბავშვო ბაღში გამართულ შემოდგომის ფესტივალს დაესწრო. ფესტივალზე ბაღის აღსაზრდელების მიერ  საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი  ტრადიციები და ასევე ბაღის აღსაზრდელების მიერვე შექმნილი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

ბაღის აღსაზრდელებმა ბაღის ოთახი შემოდგომის ფერებით მორთეს. ღონისძიების ფარგლებში პატარებმა ცეკვები წარმოადგინეს და შემოდგომაზე შექმნილი საბავშვო სიმღერები შეასრულეს. წაიკითხეს საბავშვო პოეტების მიერ შემოდგომისადმი მიძღვნილი ლექსები. ღონისძიების ბოლოს სტუმრებმა და პატარებმა ჩურჩხელები ამოავლეს და საგანგებოდ მოწყობილი ზეიმით გააცილეს შემოდგომა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები