“განათლების რეფორმა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია”

განათლების რეფორმა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის განხილვისას. როგორც მან აღნიშნა, პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება ეტაპობრივად დაიწყო. პირველადი ზრდა 2015 წლის სექტემბრიდან, მეორე ეტაპი 2016 წლის აპრილიდან, ხოლო 2017 წლის იანვრიდან კი მასწავლებელთა ხელფასის ზრდის მესამე ეტაპი განხორციელდა.

„შესაბამისად, სრული დატვირთვის შემთხვევაში, მენტორის ანაზღაურება შეადგენს 700 ლარს – ზრდაა 300  ლარით, წამყვანი მასწავლებლის ანაზღაურება 500 ლარია, ხოლო უფროსი მასწავლებლის ანაზღაურება არის 320 ლარი. 2017 წლის იანვარ-აგვისტოში აღნიშნული სქემით განსაზღვრული მასწავლებლის დანამატების ხარჯების დაფინანსებამ შეადგინა 37.5 მლნ ლარი, რაც 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 18.1 მლნ ლარით. შესაბამისად, როგორც კი პედაგოგებს აქვთ სრული დატვირთვა, ისინი იღებენ აღნიშნულ დანამატს”, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები