არტისტერიუმი 2017 – თანამედროვე ხელოვნების თბილისის საერთაშორისო გამოფენა No10

„არტისტერიუმი“ თბილისის თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც უცხოელი და ქართველი მხატვრების გამოფენებს, საგანმანათლებლო და კულტურულ პროგრამებს მოიცავს.

ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია „არტისტერიუმი“. „არტისტერიუმი“ ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოფენაა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც თანამედროვე ხელოვნებას წარმოაჩენს.

არტისტერიუმი 2017, თანამედროვე ხელოვნების მე-10 საერთაშორისო გამოფენა ვიზუალური ხელოვნების, რეწვის (craft) და დიზაინის დიალოგს, მათ შორის კავშირებს, ერთმანეთში ტრანსფორმირების და ამ ფონზე ახალი შინაარსის ძიებას ეძღვნება.

ვიზუალურ ხელოვნებაში, ისევე როგორც თანამედროვე სტუდიურ რეწვასა და დიზაინში, კონკრეტული მასალების სპეციფიკური მახასიათებლები მათი გამოყენების ფუნქციურ და ესთეტიკურ შესაძლებლობებს განსაზღვრავენ, ხოლო მათი სინთეზი ახალი შინაარსის ობიექტებს ქმნის.

“No 10” როგორც გამოფენის სათაური, ასახავს საგნების, მასალების და ტექსტების ნუმერაციის პრაქტიკას, რომელიც, პროექტის თემატური და იდეოლოგიური დატვირთვის მიღმა, თავისუფალი თვითგამოხატვის პლატფორმადაც შეიძლება გამოვიყენოთ.

არტისტერიუმი “No 10”-ის მიზანი ვიზუალური ხელოვნების, რეწვის და დიზაინის გამომსახველობით ენას, გამოყენებულ მასალას, მიდგომებსა და საწარმო პროცესებს შორის შემოქმედებითი სინთეზის ძიებაა. ამისთვის, მასალის და ენის “გაცვლის” გარდა, მნიშვნელოვანია რეწვისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური პოტენციალის, ვიზუალური ხელოვნების ინტელექტუალური და სოციალური შემადგენლის და დიზაინის ფუნქციონალურობის ურთიერთგავლენების და ურთუერთდენადობის (flux) მხატვრული კვლევა.

არტისტერიუმი  შაბათს, 4 ნოემბერს, 18:00-20:00 თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნება.

 

არტისტერიუმი 10 / 2017 პროგრამა:

4 ნოემბერი, შაბათი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, სიონის ქ.8.

18:00 – No10, არტისტერიუმი 10 / 2017-ის გახსნა. საერთაშორისო ჯგუფური გამოფენები:

“ხელოვნება რეწვა დიზაინი”, “მისაღები ოთახი III”, “გახევა/დარღვევა: ფარული პროცესი აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ინტერვენცია თბილისის ისტორიის მუზეუმში”. (საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, გერმანია, ფინეთი, საბერძნეთი, იაპონია)

5 ნოემბერი, კვირა

გალერეა ნექტარი, ბოჭორიშვილის ქ. 88/10 (საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გვერდით),

თბილისი. 18:00 – გაყინული, ნიკ ბეზემერი, (შვეიცარია).

6 ნოემბერი, ორშაბათი

გალერეა კონტეინერი, რადიანის ქ. 10გ. თბილისი.

19:00 – პასპორტის ფოტო, ჯგუფური გამოფენა, (საქართველო).

7 ნოემბერი, სამშაბათი

ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, გია ჭანტურიას ქ. 8, თბილისი.

18:00 – ინდუსტრიული დიზაინის ნიმუშები პოლონეთიდან, ფოტო გამოფენა.

19:00 – პირისპირ, საერთაშორისო ჯგუფური გამოფენა (საქართველო, სომხეთი,აზერბაიჯანი, თურქეთი, უკრაინა, რუსეთი).

8 ნოემბერი, ოთხშაბათი

გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმი, შარდენის ქ. 19, თბილისი.

18:00 – მეორე ბუნება, ელენე რაქვიაშვილი, ინტერაქტიური პერფორმანსი, (საქართველო).

10 ნოემბერი, პარასკევი

ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, გია ჭანტურიას ქ. 8, თბილისი.

18:00 – რას ნიშნავს სიტყვა ,,ვლადიკავკაზი“ და ვინ არის ვლადიმირი?, ჯგუფი ბულიონი, პროექტის პრეზენტაცია (საქართველო).

12 ნოემბერი, კვირა

ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, გია ჭანტურიას ქ. 8,თბილისი.

19:00 – შეუდარებელი და ყოვლისშემძლე, უტა ბექაია, ლია ბაგრატიონი, პერფორმანსი (საქართველო, აშშ).

14 ნოემბერი, სამშაბათი

დედიკას გალერეა, ათონელის ქ. 27, მშრალ ხიდთან, თბილისი.

19:00 – შავი ყუთის ჩანაწერები, ზურა აფხაზაშვილის (აფხაზი) პერსონალური გამოფენა(საქართველო).

 

გამოფენის თარიღები: 4-14 ნოემბერი, 2017

გახსნა: 4 ნოემებრი, შაბათი, 18:00-20:00, თბილისის ისტორის მუზეუმი

თბილისის ისტორის მუზეუმის სამუშაო საათები: 11:00 – 18:00, გარდა ორშაბათისა.

ვებგვერდი: artisterium.org

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები