მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პარაფრენბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა

პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი სპორტის და ახაგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად საქართველოს პარაფრენბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა.

პარაფრენბურთელთა ნაკრები მონაწილეობას მიიღებს ევროპის ჩემპიონტში მჯდომარე ფრენბურთში, რომელიც 4-12 ნოემბერს ქალაქ პორეჩში გაიმართება.

„თქვენ ხართ გმირები, ვის მაგალითზეც იზრდებიან ჩვენი შვილები, დარწმუნებული ვარ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იამაყებს იმ შედეგით, რომელიც თქვენ მოიპოვეთ კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშები, 2017“ -ში. ახლა უკვე როგორც პროფესიონალებს ისე გიყურებთ, მჯერა, რომ თქვენი თავდადებით ხორვატიაშიც მიაღწევთ სასურველ შედეგს, წარმატებებს გისურვებთ ევროპის ჩემპიონატზე და თქვენგან კიდევ არაერთ წარმატებას ველით”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები პარაფრენბურთში ევროპის ჩემპიონატზე პირველად მიიღებს მონაწილეობას. მჯდომარე ფრენბურთელთა ეროვნული ნაკრები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული ქართველი სამხედროებითაა დაკომპლექტებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები